სოფელ ჭუბერში ადიდებულ მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ მოიმატა [ფოტო/ვიდეო]

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ადიდებულ მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ იმატა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი სოფელ ჭუბერიდან იუწყება, სოფლის ცენტრში გზის ორივე მხარე დატბორილია, თუმცა წყალს უშუალოდ მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.ადგილზე მუშაობს სამი ერთეული ტექნიკა.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ წყლის დონემ კიდევ მოიმატებს, შესაძლოა, მთავარი ხიდი დააზიანოს.

ამასთან, ადიდებულმა მდინარემ, უკვე წაიღო ერთი ხიდან, ერთი კი დაზიანებულია.