ადიდებულმა მდინარეებმა ხარაგაულის სოფლები – დიდვაკე და ლეღვანი დააზარალა [ფოტო-ვიდეო]

03:08, 08.06.2019

უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ჩხერიმელა და მდინარე ლეღვნულა ადიდდა. მდინარეების წყალმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – დიდვაკე და ლეღვანი დააზარალა.

სოფლების მაჟორიტარი დეპუტატის, ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

„მდინარემ ჩაანგრია სოფელ ლეღვანის შესასვლელი და გარე სამყაროს 400-მდე ოჯახი მოწყვიტა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჭიპაშვილმა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მსგავსი