ადიდებულმა მდინარეებმა ხარაგაულის სოფლები - დიდვაკე და ლეღვანი დააზარალა [ფოტო-ვიდეო]
უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ჩხერიმელა და მდინარე ლეღვნულა ადიდდა. მდინარეების წყალმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – დიდვაკე და ლეღვანი დააზარალა.
სოფლების მაჟორიტარი დეპუტატის, ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
„მდინარემ ჩაანგრია სოფელ ლეღვანის შესასვლელი და გარე სამყაროს 400-მდე ოჯახი მოწყვიტა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჭიპაშვილმა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.