ხანძარი იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში. ცეცხლი ხის კოტეჯს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ხის კოტეჯში არავინ ცხოვრობდა.
ვიდეომასალა საქართველოს პირველ არხს ფეისბუქმომხმარებელმა მოაწოდა.