სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბში აფეთქების ფაქტს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის
სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბში აფეთქების ფაქტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის. ხარაგაულში უკვე ჩავიდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი.
ნიკოლოზ ხომერიკის თქმით, კომპანიას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სამინისტრომ სიტყვიერი გაფრთხილება 2017 წლის ივლისში მისცა, როდესაც გვირაბის თაღის ჩამოშლის შედეგად რამდენიმე დასაქმებული დაშავდა.
ნიკოლოზ ხომერიკი არ გამორიცხავს, რომ ფაქტის შესწავლის შემდეგ ჩინური კომპანია დაჯარიმდეს.
დღეს სოფელ ბეჟათუბანში, გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.