სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებთან გაფიცვაზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ
სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებთან გაფიცვაზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებთან გაფიცვაზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

მათი განცხადებით, შრომის ინსპექციამ გაფიცულების მოთხოვნების შესწავლა დაიწყო და უახლოეს მომავალში დაკვნა გამოქვეყნდება

„დასკვნა განმარტავს, რამდენად არის დასაქმებულების უსაფრთხოება დაცული მშენებარე გვირაბში და რამდენად სამართლიანია გაფიცულების მოთხოვნა საშვებულებო ხელფასის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე შევხვდით როგორც გაფიცულებს, ასევე დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებს, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს სრული სურათი, თუ რა ხდება რეალურად გვირაბში“, – განაცხადა პირველ არხთან შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბექა ფერაძემ.

გაფიცულები ადგილზე ელოდებიან პროფკავშირების, ჩინური კომპანიისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს. მათი მოთხოვნები უცვლელია. აქციის მონაწილეები შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას და საშვებულებო ხელფასის სრულად დარიცხვას ითხოვენ.

ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ახორციელებს.

სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა, გაფიცული არიან.