სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა, გაფიცული არიან
სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა, გაფიცული არიან

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა, გაფიცული არიან.

დასაქმებულების განმარტებით, სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, ასევე დამსაქმებელი კომპანია საშვებულებო დავალიანენებსაც არ ფარავს.

დასაქმებულები დღეს 17:00 საათზე საქართველოს რკინიგზისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები.

ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ახორციელებს.