ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
6-სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.
,,დაზარალებულ ოჯახს ბასილეთში სახლს ვუქირავებთ. ხვალ, თანხა ჩაერიცხებათ, რითაც პირველად ნივთებს შეიძენენ. გაზაფხულზე კი სამშენებლო მასალით შევძლებთ დახმარებას”, – განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.