სოფელ ბასილეთში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა
სოფელ ბასილეთში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

6-სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

,,დაზარალებულ ოჯახს ბასილეთში სახლს ვუქირავებთ. ხვალ, თანხა ჩაერიცხებათ, რითაც პირველად ნივთებს შეიძენენ. გაზაფხულზე კი სამშენებლო მასალით შევძლებთ დახმარებას”, – განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.