ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭში საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლი კერძო სახლის მეორე სართულს უკიდია და მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას ცდილობენ.
ადგილზე ორი სახანძროა მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, საცხოვრებელი სახლი დაკეტილი იყო და მასში არავინ ცხოვრობდა. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტი დახმარებას გაუწევს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.