სოფელ აძვიდან ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს
სოფელ აძვიდან ოკუპანტებმა ორი პირი გაიტაცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა ორი პირი გაიტაცეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტს სოფლის გამგებელმა განუცხადა, ელდარ გუნდიშვილი და თემურ კაზიევი სოფლის სასაფლაოებთან იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი წაიყვანეს.

მომხდარის სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტების მიერ ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.