ირაკლი კობახიძე - ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებს საუკუნეების განმავლობაში უწევდათ ბრძოლა საკუთარი სარწმუნოების, ქრისტიანობის დასაცავად.

„ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს. ამიტომ ყველა დამპყრობელი თავის პირველ ამოცანად ქართველი ხალხის სარწმუნოებაზე შეტევას ისახავდა. ბოლოს ამას აკეთებდნენ საბჭოთა ბოლშევიკები, რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ და მორწმუნეებს ლოცვას უკრძალავდნენ. თუმცა საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა და ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.