სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმრების ცემა არის აღბეჭდილი
18:35, 23.10.2019
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმრების ცემა არის აღბეჭდილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც სავარაუდოდ სამართალდამცველები რამდენიმე დაკავებულს სცემენ, შეფასებები კეთდება თბილისში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვიდეომასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე ვითარებაა და ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.