სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის დროს დაშავებულები საავადმყოფოში გადაყავთ.

ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.