სოჭის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტისას დაშავდა სულ მცირე, 6 ადამიანი. რუსული მედიის ინფორმაციით, ციმბირის ავიაკომპანიის Utair-ის კუთვნილ Boeing 737-ს ხანძარი ავარიული დაჯდომისას გაუჩნდა.
ლაინერი სოჭში მოსკოვიდან მიფრინავდა და ბორტზე სულ 160 მგზავრი იმყოფებოდა.
თვითმხილველების ცნობით, თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ჯებირს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა. დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა. მომხდარის გამოძიება უკვე დაწყებულია.