ნაფტალი ბენეტი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა

15:14, 22.10.2021
Israeli Prime Minister Naftali Bennett leads a cabinet meeting at the Prime Minister's Office in Jerusalem on June 20, 2021.  Photo by Alex Kolomoisky/POOL ***POOL PICTURE, EDITORIAL USE ONLY/NO SALES, PLEASE CREDIT THE PHOTOGRAPHER AS WRITTEN - ALEX KOLOMOISKY/POOL*** *** Local Caption *** éùéáú îîùìä
øàù äîîùìä ðôúìé áðè
ôâéùä
øàùåðä
÷áéðè
ùåìçï
ùøéí

Israeli Prime Minister Naftali Bennett leads a cabinet meeting at the Prime Minister's Office in Jerusalem on June 20, 2021. Photo by Alex Kolomoisky/POOL ***POOL PICTURE, EDITORIAL USE ONLY/NO SALES, PLEASE CREDIT THE PHOTOGRAPHER AS WRITTEN - ALEX KOLOMOISKY/POOL*** *** Local Caption *** éùéáú îîùìä øàù äîîùìä ðôúìé áðè ôâéùä øàùåðä ÷áéðè ùåìçï ùøéí

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა.

არსებული ინფორმაციით, მხარეთა შორის განსახილველ თემებს შორისაა ირანისა და სირიის საკითხები.

როგორც ბენეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარეები განიხილავენ დიპლომატიურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ საკითხებს, რომელიც მოიცავს როგორც ისრაელსა და რუსეთს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან რეგიონულ თემას, პირველ რიგში კი, ირანის ბირთვულ პროგრამას.

„ისრაელსა და რუსეთს შორის კავშირები ისრაელის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საყრდენია, როგორც რეგიონში რუსეთის პოზიციისა და მისი სტატუსის, ასევე ისრაელში მყოფი რუსულენოვანი პირების გამო, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის ხიდის ფუნქციას ასრულებენ“, – განაცხადა ბენეტმა დაგეგმილი ვიზიტის წინ.

საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასაწყისში პუტინმა აღნიშნა, რომ არის განსახილველი მრავალი პრობლემური საკითხი, მაგრამ არსებობს შეხების წერტილები და თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის თემებთან დაკავშირებით.

მსგავსი