სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს იმ სახელმწიფოთა წრის გაფართოებას, რომლებიც აფხაზეთს აღიარებენ
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს იმ სახელმწიფოთა წრის გაფართოებას, რომლებიც აფხაზეთს აღიარებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდება.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინალ არძინბასთან შეხვედრის დაწყებისას ლავროვმა მადლობა გადაუხადა აფხაზეთს უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მებრძოლებისთვის რეგულარული ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის“. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება ხელს შეუწყობს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევას.

რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს იმ სახელმწიფოთა წრის გაფართოებას, რომლებიც აფხაზეთს აღიარებენ.

დღეს სერგეი ლავროვს ასევე შეხვედრა აქვს დაგეგმილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმის ლიდერებთან.