პიტერ სიიარტო სოჭში ფორუმ „ატომექსპოს“ დაესწრება
პიტერ სიიარტო სოჭში ფორუმ „ატომექსპოს“ დაესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. სიიარტოს ინფორმაციით, სოჭში მეცამეტე საერთაშორისო ფორუმის, „ატომექსპოს“ ფარგლებში ჩავა.

„მივდივართ სოჭში. მივემართებით „ატომექსპოზე“, „პაკშის“ შესახებ საკითხების განსახილველად“, – წერს სიიარტო.

როგორც რუსული მედია წერს, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რამდენიმე ათეული ქვეყნის წამყვანი ექსპერტები და სპეციალისტები. ფორუმზე განსახილველი საკითხები იქნება ხელოვნური ინტელექტის როლი ბირთვულ ენერგიაში, ატომური ტექნოლოგიების როლი და სხვა.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთი და უნგრეთი ბირთვულ სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. რუსული კომპანია „როსატომი“ უნგრეთში „პაკშ 2“-ის ატომური ელექტროსადგურის გაფართოებაზე მუშაობს, რომლის მშენებლობის დაწყებაც 2025 წელს იგეგმება.