სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2020 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის ორი პროცენტით გაზრდის
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი პიტერ პელეგრინი აცხადებს, რომ ქვეყანა 2020 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტით გაზრდის და ნატო-ს მოთხოვნებს დაგეგმილზე ორი წლით ადრე შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
2030-წლამდე კი სლოვაკეთი გეგმავს, რომ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის 6.5 მილიარდი დახარჯოს.
გასულ წელს სლოვაკეთის მთავრობამ თითქმის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული ავიაგამანადგურებელი შეიძინა, რითაც რუსული „მიგ-29“ ჩაანაცვლა.
2014 წელს ნატო-ს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან.