სლოვაკური მედია რობერტ ფიცოზე თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სლოვაკური მედია რობერტ ფიცოზე თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს 71 წლის მამაკაცი დაესხა თავს, რომელსაც იარაღი ლეგალურად ჰქონდა.

როგორც ადგილობრივის მედია წერს, თავდამსხმელი, მემარცხენე ჯ.ს. ბრანია ქალაქ ლევიცეში ცხოვრობს, მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცმა რობერტ ფიცოს ჯერ დაუძახა, შემდეგ კი მასთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა და ესროლა.

პოლიციამ მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

სლოვაკური მედია დაუკავშირდა დაკავებულის შვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ მამამისი იარაღს ლეგალურად ფლობდა. მისივე ცნობით, 71 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.

მედია წერს, რომ თავდამსხმელი კერძო დაცვის სამსახურში მუშაობდა. 2016 წელს მას გამოქვეყნებული ჰქონდა ლექსების კრებული.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.