სლოვაკური მედიის ცნობით, ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ
სლოვაკური მედიის ცნობით, ექიმები რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ

სლოვაკი ექიმები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ბრატისლავაში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რობერტ ფიცო ამჟამად ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მდებარე საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც ადგილობრივი მედია უწყება, პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიკრიბა სამედიცინო საბჭო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა რობერტ ფიცოს დედაქალაქში გადაყვანა.

სლოვაკეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, პიტერ პელეგრინის განცხადებით, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას საუბარი შეუძლია.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავადან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა.