სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო თანამდებობიდან გადადგა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო თანამდებობიდან გადადგა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო თანამდებობიდან გადადგა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ უკვე მიიღო პრემიერის განცხადება და ახალი მთავრობის ფორმირება ფიცოს მოადგილეს პიტერ პელეგრინს დაავალა.

როგორც ცნობილია, რობერტ ფიცო გადადგომას იმ პირობით დათანხმდა, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრიც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იქნებოდა.

სლოვაკეთში პოლიტიკური კრიზისი ჟურნალისტ იან კუჩიაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობას მოჰყვა.

როგორც ცნობილია, რეპორტიორი მთავრობის კორუფციულ გარიგებებს იძიებდა და ხელისუფლების ზოგიერთ წევრს იტალიურ მაფიასთან კავშირში სდებდა ბრალს.

სკანდალს საპროტესტო აქციები და სამი მინისტრის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გადადგომა მოჰყვა.