სირიის სამთავრობო არმიამ ალეპოს პროვინცია ამბოხებული სამხედრო ჯგუფებისგან გაათავისუფლა
სირიის სამთავრობო არმიამ ალეპოს პროვინცია ამბოხებული სამხედრო ჯგუფებისგან მთლიანად გაათავისუფლა.
სირიის სამთავრობო სააგენტო, „სანას“ ინფორმაციით, სახელისუფლებო არმიის დანაყოფებმა ქალაქ ალეპოს დასავლეთით და ჩრდილოეთით რეგიონის ყველა ქალაქზე და სოფელზე დაამყარეს კონტროლი.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ასადის ძალებმა დაიკავეს „ემ5“ ავტომაგისტრალიც, რომელიც ალეპოს და დამასკოს ერთმანეთთან აკავშირებს.
16 თებერვალს, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა ალეპოს პროვინციის ქალაქები დაბომბეს, რომელიც შემდეგ ირანისგან მხარდაჭერილი ძალების დახმარებით, სირიის სამთავრობო არმიამ დაიკავა.