სირიის სამთავრობო არმიამ ჰამასა და იდლიბის პროვინციებში „ალ-ნუსრას“ პოზიციებზე ავიაციით და არტილერიით იერიში მიიტანა
სირიის სამთავრობო არმიამ ჰამასა და იდლიბის პროვინციებში „ალ-ნუსრას“ პოზიციებზე ავიაციით და არტილერიით იერიში მიიტანა

სირიის სამთავრობო არმიამ ჰამასა და იდლიბის პროვინციებში „ალ-ნუსრას“ პოზიციებზე ავიაციით და არტილერიით იერიში მიიტანა. დაბომბვების სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების სამეთაურო ცენტრები და საბრძოლო მასალის საწყობები გახდა.

სირიის მედია წერს, რომ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში შეტევა განხორცილდა ტერორისტული დაჯგუფება „კატაიბ ალ-იზა“-ს წინააღმდეგაც, რომლის რიგებში უცხოელი მებრძოლები არიან გაერთიანებული. აღნიშნული დაჯგუფება თავს ესხმოდა არმიის ცენტრებს. სირიის არმია ამჟამად ქალაქ ჯისრ ეშ-შუგურის ასაღებად ემზადება. ქალაქი მთიან უღელტეხილზე მდებარეობს, სადაც ლატაკია-ალეპოს სტრატეგიული ავტომაგისტრალი გადის. წარმატების შემთხვევაში, სირიის სამთავრობო ჯარი იდლიბის რეგიონის სამხრეთ ოლქების განეიტრალებას და სტრატეგიულ წერტილებზე კონტროლის დამყარებას შეძლებს.

სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის სამხრეთში მიღწეული წარმატების შემდეგ, ყურადღება იდლიბის პროვინციისკენ მიმართა, რომელიც თურქეთისგან მხარდაჭერილი ოპოზიციის ერთ-ერთი ბოლო საყრდენი ადგილია.