მედიის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე დარაას პროვინცია დაიკავა
მედიის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე დარაას პროვინცია დაიკავა

სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე დარაას პროვინცია დაიკავა, – ამის შესახებ სოჭის მოლაპარაკებებზე სირიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბაშარ ალ-ჯააფარიმ განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბაშარ ალ-ჯააფარიმ აღნიშნა, რომ იორდანიის სასაზღვრო ზონის გათავისუფლების პარალელურად, სამთავრობო არმიამ ადრე არსებულ საზღვრამდე კონტროლი დაამყარა გოლანის რაიონზეც.

სირიის წარმომადგენელმა თურქეთი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში, ისრაელი კი სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„თურქეთი ასტანას ფორმატის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის ვალდებულებებს არღვევს” – განაცხადა სირიის მთავრობის წარმომადგენელმა.