სირიის საკითხზე თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოთხმხრივი შეხვედრა სტამბოლში 27 ოქტომბერს გაიმართება
სირიის საკითხზე თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოთხმხრივი შეხვედრა სტამბოლში 27 ოქტომბერს გაიმართება

სირიის საკითხზე თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოთხმხრივი შეხვედრა სტამბოლში 27 ოქტომბერს გაიმართება.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტამბოლის სამიტზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს, ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონს უმასპინძლებს.

სამიტის მიზანი კონფლიქტის ყველა ასპექტის განხილვაა, მთავარი ფოკუსირება იდლიბის რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და პოლიტიკურ პროცესზე გაკეთდება.

თურქეთში 3.5 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ ლტოლვილების მიღების პირველი დღიდან 32 მილიარდი დოლარი დახარჯა.