სირიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
სირიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 22 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

სირიაში ვერტმფრენის ავარიის შედეგად 22 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, ინციდენტი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

აშშ-ის სამხედრო მეთაურებს არ დაუკონკრეტებიათ ინციდენტის მიზეზი და არც ამერიკელი ჯარისკაცების მიერ მიღებული ტრავმების სიმძიმეზე უსაუბრიათ.

ამასთან, ცნობილია, რომ 10 დაშავებული სამხედრო სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ამჟამად სირიაში 900 ამერიკელი ჯარისკაცია დისლოცირებული. მათი უმრავლესობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია, სადაც ისინი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან ბრძოლის მისიაში მონაწილეობენ. აშშ-ში ამბობენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც რჩება საფრთხედ.

„როიტერის“ ცნობით, სირიაში მყოფი ამერიკელი სამხედროები ბოლო წლებში არაერთხელ გახდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების სამიზნე.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომელსაც მხარს ირანი და რუსეთი უჭერენ, ქვეყანაში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ოკუპანტებად მიიჩნევს.