სიონის ტაძარში ნინოობის აღსანიშნავად საზეიმო ლიტურგია აღევლინება
სიონის ტაძარში ნინოობის აღსანიშნავად საზეიმო ლიტურგია აღევლინება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

სიონის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი აღავლენს.

პატრიარქი წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ნინოს ჯვარი, რომელსაც წირვის შემდეგ გახსნიან და მრევლს მთელი დღე საშუალება ექნება, სიწმინდეს ემთხვიოს.

ჯვარს მხოლოდ წელიწადში ორჯერ, ნინოობის დღესასწაულზე გამოაბრძანებენ.