ილია მეორე ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის
ილია მეორე ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

წმინდა ბარბარესა და წმინდა იოანე დამასკელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 12:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ბავშვებსა და მრევლს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება და ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიჰყავთ.

დატოვე კომენტარი