ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბის მონასტერში წირვა-ლოცვა აღევლინა
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბის მონასტერში წირვა-ლოცვა აღევლინა

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

წირვის შემდეგ მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობა მიულოცა.

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.

წმინდა ნინო საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია.