„სიონი“ უგრეხელიძემაც დატოვა - ბოლნისელები გულშემატკივრებს შეხვდებიან #1TVSPORT
„სიონი“ უგრეხელიძემაც დატოვა - ბოლნისელები გულშემატკივრებს შეხვდებიან #1TVSPORT

ბოლნისის „სიონის“ ხელმძღვანელობამ ლაშა უგრეხელიძის სურვილი დააკმაყოფილა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა – ინფორმაციას კლუბსი პრესსამსახური ავრცელებს.

22 წლის მცველმა ბოლნისის „სიონის“ მაისური 2019 წლის სეზონში მოირგო. მის ანგარიშზე 76 ჩატარებული მატჩი და 3 გატანილი გოლია. მაგრამ გასულ სეზონში თუ 28 მატჩი ჩაატარა, წელს მხოლოდ 10 მატჩში (20-დან) მიიღო მონაწილეობა.

ის ბოლნისის „სიონიდან“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში წასული მეათე მოთამაშეა. მანამდე კლუბი დატოვეს გიორგი გადრანმა, ბექა ნიკოლაშვილმა, ზურაბ ჯაფიაშვილმა, გიორგი კორიფაძემ, ლუკა კობერიძემ, ვარლამ კილასონიამ, ოთარ კვერნაძემ, გოდერძი მაჩაიძემ და თომა ტაბატაძემ.

ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება. „სიონი“ ჩემპიონატს „დინამო თბილისთან“ სტუმრობით დაიწყებს. ეროვნული ლიგის განახლებამდე, 6 აგვისტოს, საქართველოს თასის 1/16-ფინალურ მატჩს „დინამო თბილისი 2“-თან ითამაშებს.

მოსამზადებელ ეტაპს, გუნდი ბოლნისში გადის, სადაც უჩა სოსიაშვილს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული. უახლოეს დღეებში იგეგმება გულშემატკივართან შეხვედრა და ინფორმაციის დეტალურად მიწოდება „სიონში“ არსებულ ვითარებაზე, ასევე მოხდება ახალწვეულების წარდგენა.