„სიონის“ სატრანსფერო სიახლეები - ბოლნისელებმა შონია და იაშვილი დაიმატეს #1TVSPORT 
„სიონის“ სატრანსფერო სიახლეები - ბოლნისელებმა შონია და იაშვილი დაიმატეს #1TVSPORT 

სეზონის დასრულების შემდეგ ბოლნისის „სიონში“ მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეები მოხდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„სიონს“ ზურა სეხნიაშვილი დაემშვიდობა, რომელიც კარიერას ლიგა 2-ში აღზევებულ „შტურმში“ გააგრძელებს. „სიონთან“ კონტრაქტი ამოეწურა და გუნდს დაემშვიდობა 21 წლის შემტევი ალექსანდრე ჯელაძე. ასევე მოხდა 18 წლის ნახევარმცველის, ანდრია ხორხელის შემთხვევაშიც, რომელმაც გუნდის რიგებში 8 თამაში ჩაატარა.

პოფესიული კონტრაქტი გაფორმდა 18 წლის მცველ ნიკოლოზ ჩიქოვანთან, რომელმაც „სიონში“ გასულ სეზონში 14 თამაში გამართა. კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა 25 წლის ნახევარმცველმა გოჩა ცირდავამ, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ახალწვეულებს – პირველი ტრანსფერი დათა სიჭინავას ფოთის „კოლხეთიდან“ დაბრუნება იყო. ახლა კი გუნდს „გაგრადან“ 33 წლის ნახევარმცველი თემურ შორნია შეუერთდა. ბოლნისის გუნდში ითამაშებს ნოდარ იაშვილიც, რომელიც ბოლოს მეოთხე ლიგის „გონიოში“ თამაშობდა.