„სიონმა“ ორი მოთამაშე დაიბრუნა, ორს კი დაემშვიდობა #1TVSPORT
„სიონმა“ ორი მოთამაშე დაიბრუნა, ორს კი დაემშვიდობა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონში“ დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. კლუბმა დაადასტურა, რომ დათა სიჭინავა გუნდში დაბრუნდა, რომელმაც გასული სეზონი ფოთის „კოლხეთი 1913“-ში გაატარა და გუნდის ეროვნულ ლიგაში გადასვლაში დიდი როლი ითამაშა.

ბოლნისელთა პრესსამსახურის ცნობით, „სიონში“ ასევე დაბრუნდა და კლუბის ღირსებას კვლავ დაიცავს 29 წლის ნახევარმცველი ნიკა ნოზაძე, რომელიც ბოლოს „თელავში“ გამოდიოდა.

„სიონი“ ორ მოთამაშეს დაემშვიდობა. ზურა სეხნიაშვილი კარიერას ლიგა 2-ში აღზევებულ „შტურმში“ გააგრძელებს, ხოლო ირაკლი ზარიძეს ბოლნისელებთან კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის „სიონმა“ გასულ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში მეოთხე ადგილი დაიკავა და მთავარ ქართულ ლიგაში დაწინაურება ვერ მოახერხა.