„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან
„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზევით მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ, რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, აიცრან „სინოფარმით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, არაერთი მნიშვნელოვანი კვლევაა, რომ 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა.

„გაიმართა ვაქციანაციის საბჭო, სადაც ძირითადი თემა, რაზეც საბჭომ იმსჯელა, იყო მიდგომა „სინოფარმთან“ დაკავშირებით. გადწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზევით საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ამ ვაქცინაზე. ამის საფუძველი გახლავთ არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომ 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გადაწყვეტილებას და საშუალებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ აიცრან „სინოფარმით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის ინფორმაციით, უკვე გადამზადებული არის 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვნად შემდეგი კვირიდან გაფართოვდება ქსელი, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, კერძოდ, 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებული არის 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, საქართველოში ამ ეტაპისთვის გაშლილი იქნება 138 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება. საყოველთაო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ იწყება. ჩვენ კიდევ გვაქვს დამატებითი ნაბიჯები, რომელიც არის გადასადგმელი.

29-ში გაიმართება დამატებითი სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ „სინოფარმი“ არის უსაფრთხო და მილიონობით მოქალაქეს აქვს გამოყენებული. ასევე, ჩვენ ვემხრობით და ვეყრდნობით იმ მკაცრი მარეგულირებლების გადაწყვეტილებას და სხვა მარეგულირებლების გადაწყვეტილებას, რომელ ქვეყნებშიც „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს.

ამ კვირაში კლინიკურ ჯგუფთან ერთად დამატებით შეიკრიბება ვაქცინაციის საბჭო და გადაწყვეტილებას მიიღებს „ასტრაზენეკასთან“ და იმ დამატებით ვაქცინებთან მიმართებაშიც, რომლის მოლოდინი ქვეყანას აქვს. ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მედიას მიეწოდება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.