წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„20 მარტს, 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით წმინდა სინოდის სხდომა შედგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე, ჯერ უცნობია.