სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გამოქვეყნდება
სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გამოქვეყნდება

სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გამოქვეყნდება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“,- წერს დეკანოზი.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. როგორც დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო დავით გარეჯის, ასევე ვაქცინაციის თემა.

სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.

 

იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ.

Posted by Andria Jagmaidze on Thursday, 11 February 2021

 

 

 

დატოვე კომენტარი