საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაცია საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა.

სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. რა გახდა სხდომის დაგვიანებით დაწყების მიზეზი, საპატრიარქოში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

ჯერ უცნობია წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხებიც. განსახილველ თემებზე ინფორმაციას სინოდის წევრები სხდომის დაწყებისას იღებენ. საკითხებს პატრიარქი ადგენს.