სიმონა ჰალეპმა კარიერაში მე-20 ტიტული მოიგო
სიმონა ჰალეპმა კარიერაში მე-20 ტიტული მოიგო

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი დუბაის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ფინალურ მატჩში მან სამსეტიან ბრძოლაში მოუგო ყაზახ ელენა რიბაკინას – 3:6, 6:3, 7:6(5).

ჰალეპმა 11-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა. რიბაკინას ასევე ოთხი ბრეიკი ჰქონდა შვიდი ცდიდან. ბოლო სეტში რუმინელი ბრეიკით იყო ჩამორჩენილი – 1:3, მაგრამ შეძლო პარტიისა და მატჩის გადარჩენა. თამაში ორსაათნახევარი გაგრძელდა.

ჰალეპისთვის ეს იყო კარიერაში საიუბილეო მე-20 ტიტული. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის ეს მეექვსე შედეგია. რუმინელზე წინ არიან დები უილიამსები, კიმ კლაისტერსი, მარია შარაპოვა და პეტრა კვიტოვა.

რიბაკინამ ამ სეზონში მეხუთე ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მეოთხედ გავიდა ფინალში, თუმცა, ოთხივეჯერ წააგო. ორშაბათიდან, ის მე-17 ადგილზე გადავა რეიტინგში, რაც მისი კარიერის რეკორდია.