მსოფლიოს მესამე ჩოგანი როლან გაროსზე არ ითამაშებს #1TVSPORT
მსოფლიოს მესამე ჩოგანი როლან გაროსზე არ ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიო კლასიფიკაციის მესამე ნომერი, რუმინელი სიმონა ჰალეპი ტრავმის გამო „დიდი სლემის“ მეორე ტურნირს როლან გაროსს გამოტოვებს. მან ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა.

ცოტა ხნის წინ, ჰალეპმა რომის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე ვერ დაასრულა გერმანელ ანჟელიკ კერბერთან მატჩი. 29 წლის ჩოგბურთელს მარცხენა ფეხზე კუნთის გაწყვეტის დიაგნოზი დაუსვეს.

სიმონა ჰალეპი 2018 წელს იყო როლან გაროსის ჩემპიონი.