ნადალმა ტიმს მოუგო, სერენამ ოსაკა დაამარცხა - ჩოგბურთელები კარანტინიდან დაბრუნდნენ
ნადალმა ტიმს მოუგო, სერენამ ოსაკა დაამარცხა - ჩოგბურთელები კარანტინიდან დაბრუნდნენ

ავსტრალიაში მყოფმა ჩოგბურთელებმა კარანტინი დაასრულეს და ქალაქ ადელაიდაში ტოპ-მოთამაშეების მონაწილეობით საჩვენებელი ტურნირი დაიწყო.

მამაკაცებს შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ერთი სეტი მოუგო იტალიელ იანიკ სინერს – 6:3.

ამის შემდეგ, ამერიკელმა სერენა უილიამსმა სამ სეტში დაამარცხა იაპონელი ნაომი ოსაკა – 6:2, 2:6, 10:7. ჩოგბურთელებმა კორტზე 57 წუთი გაატარეს.

ესპანელმა რაფაელ ნადალმა ორ სეტში მოუგო ავსტრიელ დომინიკ ტიმს – 7:5, 6:4. მატჩი საათი და 24 წუთი გაგრძელდა.

ასევე ითამაშა ქალებს შორის რეიტინგის ლიდერმა. ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ საათსა და ექვს წუთში წააგო რუმინელ სიმონა ჰალეპთან – 6:3, 1:6, 8:10.