ავსტრალიის ღია, მეცხრე დღე - ნაომი ოსაკა პირველი ნახევარფინალისტი გახდა
ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. პირველმა ნახევარფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ გააღწია. მან ძალიან იოლად დაამარცხა ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე, რომელიც პირველად თამაშობდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. საათსა და რვა წუთში ოსაკამ მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო მეტოქეს – 6:2, 6:2.
ოსაკამ პირველ მოწოდებაზე ფანტასტიკურად ითამაშა – მხოლოდ ორი ქულა წააგო, მეტოქის არც ერთი საკუთარი გეიმი არ მისცა, თავად კი 12-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ასევე იაპონელმა მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 24 „ვინერსი“ დააგროვა.
23 წლის ოსაკა მეოთხედ თამაშობდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. წინა სამ შემთხვევაში ის ჩემპიონი გახდა – 2009 წელს ავსტრალიის ღიაზე და 2008 და 2010 წლებში – აშშ-ის ღიაზე.
ოსაკამ მეტოქე ნახევარფინალში ამერიკელი სერენა უილიამსისა და რუმინელი სიმონა ჰალეპის შეხვედრაში გაირკვევა.