სიმონა ჰალეპის დისკვალიფიკაციის ვადა ოთხი წლიდან ცხრა თვემდე შეამცირეს - რუმინელ ჩოგბურთელს დაუყოვნებლივ შეუძლია კორტზე დაბრუნება #1TVSPORT
სიმონა ჰალეპის დისკვალიფიკაციის ვადა ოთხი წლიდან ცხრა თვემდე შეამცირეს - რუმინელ ჩოგბურთელს დაუყოვნებლივ შეუძლია კორტზე დაბრუნება #1TVSPORT

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ოთხი წლიდან ცხრა თვემდე შეამცირა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, რუმინელი სიმონა ჰალეპის დისკვალიფიკაციის ვადა, – იტყობინება Sky Sports News-ი.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჰალეპის დისკვალიფიკაცია 2023 წლის 6 ივლისისთვის ამოწურულად ითვლება, რადგან რუმინელი ტურნირებს 2022 წლის ოქტომბერში ჩამოაცილეს და სასჯელის ვადის ათვლაც სწორედ იქიდან იწყება. შესაბამისად, 32 წლის ჩოგბურთელს დაუყოვნებლივ შეუძლია კარიერის განახლება.

შეგახსენებთ, რომ სიმონა ჰალეპს 2022 წლის აშშ-ის ღია პირველობის დროს აღმოუჩინეს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი – როქსადუსტატი. მოგვიანებით რუმინელ ჩოგბურთელს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონის ორგანიზმში როქსადუსტატი შემთხვევით მოხვდა, კერძოდ, დაბინძურებული პროდუქტის მიღების შედეგად. შესაბამისად, ჰალეპს აკრძალული პრეპარატი განზრახ არ გამოუყენებია.