სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 500 კვადრატული მეტრი ფართობი.

ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

სიღნაღის ისტორიულ უბანში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა 18-ე საუკუნეში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, სადაც რამდენიმე ობიექტი ერთ სივრცეში იყო განთავსებული, მათ შორის სასტუმრო-რესტორანი „სარაჯიშვილი“, რესტორანი „ნიკალა“, მარკეტი და ღვინის მაღაზია.

კომერციული ობიექტების წარმომადგენლების განცხადებით, მათ მხოლოდ მცირე რაოდენობის ნივთების გამოტანა მოახერხეს, ქონება კი, არცერთს დაზღვეული არ ჰქონია.

სიღნაღში კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ​სახანძრო სამაშველო სამსახურის ცხრა ჯგუფი იყო მობილიზებული.

შენობიდან განხორცილდა მოქალაქეთა ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.