სიღნაღის ენერგომომარაგების აღდგენა ეტაპობრივად უკვე მიმდინარეობს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო, 13 ივლისის, დაახლოებით 21:50 საათზე, ავარიულად გაითიშა ერთ-ერთი ფიდერი, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა სიღნაღს და სოფელ ნურკიანს. კომპანიის ცნობით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალის ტექნიკურმა სამსახურმა, მალევე, ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოების წარმოება და გუშინვე, დაახლოებით ერთ საათში მოხერხდა სოფელ ნუკრიანისთვის და სიღნაღის მცირე ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა აღდგენითი სამუშაოები, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, სიღნაღის სრულად ენერგომომარაგების აღდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს, ქალაქის მეტ ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და მალე მთელი სიღნაღი მომარაგდება ელექტროენერგიით სტაბილურად“, – ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.