სიღნაღის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში უბედურ შემთხვევას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ოჯახში, სადაც კუსტარულად დამზადებული შესადუღებელი აპარატისთვის განკუთვნილი კარბიდის ბალონი ინახებოდა, 11 წლის ბიჭმა სანთებელა აანთო, რასაც კარბიდის აფეთქება მოჰყვა.

როგორც სოფელ ძველი ანაგის გამგებელმა ზაზა ბეგიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, აფეთქების შედეგად, მოზარდს თავში აპარატის სარქველი მოხვდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბიჭი წნორის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.