„სიენენი“ - რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი „ვაგნერის“ საიდუმლო VIP-წევრი იყო
„სიენენის“ ცნობით, რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი „ვაგნერის“ საიდუმლო VIP-წევრი იყო, – ამის შესახებ „სიენენი“ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
რუსეთის საგამოძიებო Dossier Center-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სუროვიკინს „ვაგნერში“ პირადი სარეგისტრაციო ნომერი ჰქონდა. სუროვიკინი მოხსენიებულია, სულ მცირე, 30 სხვა რუს სამხედრო და დაზვერვის მაღალჩინოსანთან ერთად, რომლებიც, Dossier Center-ის ცნობით, ასევე არიან „ვაგნერის“ VIP-წევრები.
„სიენენის“ ცნობით, სუროვიკინს ჰქონდა კავშირი დაქირავებულ ჯგუფთან, მაგრამ დოკუმენტები აჩენს კითხვებს რუსი სამხედროების მაღალჩინოსნებისა და „ვაგნერის“ ურთიერთობის შესახებ.
როგორც „სიენენი“ წერს, სუროვიკინი საზოგადოებაში გასული შაბათის შემდეგ არ გამოჩენილა, როდესაც მან გაავრცელა ვიდეო, სადაც ევგენი პრიგოჟინს სთხოვდა, შეეწყვიტა აჯანყება. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
რუსულმა მედიამ კი გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს.