რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი სერგეი სუროვიკინი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი სერგეი სუროვიკინი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ საკუთარ წყაროზე დაურდნობით წერს, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად, სუროვიკინის ნაცვლად, საჰაერო-კოსმოსური ძალების შტაბის უფროსი, გენერალი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი სუროვიკინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ივნისის ამბოხის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. მაშინ გენერალმა „ვაგნერელების“ მიმართ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც მათ დისლოკაციის ადგილებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.