„სიენენი“ - კენიაში, გოგონათა სკოლაში ხანძარი გაჩნდა, სავარაუდოდ, რამდენიმე მოსწავლე შენობაშია ჩარჩენილი
კენიაში, გოგონათა სკოლაში ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე მოსწავლე, სავარაუდოდ, შენობაშია ჩარჩენილი, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
კენიის ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ისიოლოს ოლქში მდებარე გოგონათა საშუალო სკოლაშია. ეს ინციდენტი ერთი დღის შემდეგ მოხდა, რაც ბიჭების სკოლაში გაჩენილი ხანძრისას 21 ადამიანი დაიღუპა.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია კენიის „წითელმა ჯვარმაც“ დაადასტურა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები.
ცნობისთვის, გუშინ კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს 21 მოსწავლე ემსხვერპლა.