სიდნეის საერთაშორისო აეროპორტის სადისპეჩეროში გამოცხადებული ევაკუაციის გამო, აეროპორტი შეფერხებით ფუნქციონირებს. გავრცელებული ცნობით, ევაკუაციის მიზეზი შენობაში დაკვამლიანება გახდა, რაც სავარაუდოდ ერთ-ერთი კომპიუტერის ელემენტის აალებამ გამოიწვია.
სამართავი პუნქტის აღდგენამდე ავიარეისების მიმოსვლა გადადებულია.