„გალერია თბილისში“ სავენტილაციო სისტემების შემოწმება მიმდინარეობს
„გალერია თბილისში“ სავენტილაციო სისტემების შემოწმება მიმდინარეობს

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამჟამად სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემების შემოწმება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გალერია თბილისის“ გვერდზეა აღნიშნული.

ასევე, მითითებულია, რომ სავაჭრო ცენტრის გახსნის ზუსტი დრო გამოქვეყნდება დღის მანძილზე.

„გალერია თბილისის“ ადმინისტრაცია  საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

15 აგვისტოს „გალერია თბილისის“ ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება მოხდა. განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.